ინფორმაცია ექსპრეს სკრინინგებზე

რა არის ექსპრეს სკრინინგი

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე ან ადრეულ სტადიაზე, რათა შევაჩეროთ მისი პროგრესირება. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად, ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ დაავადებათა პოტენციური რისკები და დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროება.

ჩვენი ექსპრეს სკრინინგები

რა არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სკრინინგი?

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის, ინსულტის, სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, კარდიომიოპათიებების და სხვა დაავადებების დასადგენად ან თავიდან აცილების მიზნით. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად, ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ დაავადებათა პოტენციური რისკები და დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროება.

რას მოიცავს გულ-სისხლძარღვთა სკრინინგი?

ექოკარდიოსკოპია

  • გამოიყენება გულის კუნთის სისქის, პარკუჭების და წინაგულების კუმშვადობისა და ღრუების მთლიანობის შესაფასებლად. იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ სარქველების მუშაობას და სისხლის დინებას, გულის სწორი ფუნქციონირების და პათოლოგიების სადიფერენციაციოდ.

ელეკტროკარდიოგრაფია (ეკგ)

  • გამოიყენება გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულების მიზნით. იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ გულის რითმს, წუთმოცულობას და დავადგინოთ ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა, არითმია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული არტერიების შევიწროვება და სხვა.

კაროტიდული არტერიების დოპლეროგრაფია

  • კაროტიდული არტერიები მდებარეობენ კისერში და ამარაგებენ თავის ტვინს სისხლით. დოპლეროგრაფია არის ულტროსონოგრაფიული პროცედურა, რომელიც ექიმს აძლევს  არტერიების სანათურში გამავალი სისხლის ნაკადის შესახებ ინფორმაციას. ყველაზე ხშირად გამოიყენება არტერიების შევიწროვების (მდგომარეობა ცნობილია როგორც სტენოზი) დასადგენად, რომელიც ითვლება ინსულტის განვითარების განმასაზღვრელ რისკ ფაქტორად.

ჰემატოკრიტის ტესტი

  • ჰემატოკრიტი არის ერითროციტების პროცენტული შეფარდება სისხლის საერთო მოცულობასთან. ჰემატოკრიტის მომატებული რაოდენობა ზრდის სისხლის სიბლანტეს და აფერხებს მის დინებას. ჰემოდინამიკის ასეთმა ცვლილებმა შეიძლება მიუთითებდეს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის არსებობაზე.

ჰემოგლობინის ტესტი

  • ჰემოგლობინი არის ერითროციტების ცილა, რომელიც იკავშირებს ჟანგბადს და სისხლის მეშვეობით ამარაგებს ქსოვილებს. ჰემოგლობინის ტესტი გვიჩვენებს, ჰემოგლობინის წილს სისხლში და რა რაოდენობის ჟანგბადის დაკავშირება შეუძლია მას.

შარდმჟავას დონე სისხლში

  • შარდმჟავა წარმოიქმნება პურინების დაშლის შედეგად. პურინები საკვების უმეტეს შემადგენლობაში შედის. შარდმჟავა სისხლით თირკმელებში გადაიტანება, საიდანც მისი უმეტესობა შარდის სახით გამოიყოფა.
  • შარმჟავას მაღალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ართრიტი (პოდაგრა) და  თირკმლის კენჭები, რაც თავის მხვრივ ზრდის ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.
  • სისხლში შარდმჟავას მაღალი შემცველობის მიზეზები:
  • პურინებით მდიდარი საკვები – ცხოველების შინაგანი ორგანოები, ხორცის წვენისგან დამზადებული სოუსები, სოკოები და სხვა.
  • შარდმდენი წამლები
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება
  • ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნის ნაკლებობა)
  • ჭარბწონიანობა
  • თირკმლის უკმარისობა

პულსოქსიმეტრია

  • პულსოქსიმეტრია გვიჩვენებს რამდენად გაჯერებულია ქსოვილები ჟანგბადით, ასევე გამოიყენება ჰემოგლობინთან დაკავშირებული ჟანგბადის პროცენტული წილის დასადგენად, რაც ცნობილია სატურაციის სახელით.
  • სატურაცია შეიძლება შემცირდეს გულსისხლძარღვთა სისტემის ინფექციური პათოლოგიების, გულის უკმარისობის და სხვა დაავაადებების დროს.

გლუკოზის (შაქრის) დონე სისხლში

  • გლუკოზის დონის რეგულაციით შესაძლებელია ისეთი დაავადების პრევენცია, როგორიცაა დიაბეტი. დიაბეტი არის გულ-სისხძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორი.
  • გლუკოზის კვლევა უზმოზე, როცა კვებიდან გასულია 8-9 საათი
  • შაქრის მაჩვენებელი ჯანმრთელ პირებში < 100 მგ/დც
  • შაქრის მაჩვენებელი დიაბეტის მქონე პირებში 80-130 მგ/დც
  • გლუკოზის კვლევა ჭამიდან 1-2 საათში
  • შაქრის მაჩვენებელი ჯანმრთელ პირებში < 140 მგ/დც
  • შაქრის მაჩვენებელი დიაბეტის მქონე პირებში < 180 მგ/დც

ქოლესტეროლის და ლიპიდების სრული სპექტრი

  • ქოლესტეროლი არის ცვილის მსგავსი, ცხიმის შემცველი ნივთიერება. ორგანიზმი გამოიყენებს გარკვეული რაოდენობის ქოლესტეროლს ჰორმონების და D-ვიტამინის მოსამზადებლად. ქოლესტეროლი და ლიპიდები, ტრანსპორტირდებიან სისხლში ლიპოპროტეინების სახით. არსებობს ლიპოპროტეინების 2 ძირითადი ფორმა:
  • HDL – „კარგი“ ქოლესტეროლი
  • LDL – „ცუდი“ ქოლესტეროლი
  • სისხლში LDL-ის და ლიპიდების მომატება, იწვევს მის დეპონირებას (დაგროვებას) სისხძარღვებში, განსაკუთრებით გულის მკვებავ კორონარულ არტერიებში, რაც ცნობილია ათეროსკლეროზის სახელით. არტერიების სანათური ვიწროვდება, შედეგად სისხლის ნაკადი მცირდება ან საერთოდ არ მიეწოდება გულის კუნთს. სისხლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჟანგბადის მიწოდება, შესაბამისად გულს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. აღნიშნული ცვლილებების ფონზე შეიძლება განვითარდეს თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ჰემორაგიული ინფარქტი, გულის უკმარისობა, და სხვა.

არტერიული წნევა და პულსი

  • ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა) დიდ ზიანს აყენებს გულს და სისხლძარღვებს თანდათანობით ზრდის სისხლის ნაკადის წნევას არტერიების კედლებზე, რაც შეიძლება ძირითადად გამოიწვიოს:
  • არტერიების შევიწროვება – ჰიპერტენზია აზიანებს არტერიების კედელში არსებულ უჯრედებს, შესაბამისად ქვეითდება კედლების ელასტიურობა, და მცირდება სისხლის ნაკადი, რაც იწვევს ჯანგბადის ნაკლებობას ქსოვილებში (ჰიპოქსია).
  • ინსულტი – ვითარდება კაროტიდული არტერიების შევიწროვების გამო, როდესაც თავის ტვინის უჯრედებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
  • ანევრიზმა – ჰიპერტენზიამ შეიძლება გააფართოოს არტერიის გარკვეული უბანი, რაც ცნობილია ანევრიზმის სახელით. ანევრიზმა პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა.
  • მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (გაფართოვება) – ჰიპერტენზია ზრდის სისხლის გადატუმბვას და ასტიმულირებს გულის მუშაობას. აღნიშნული პროცესები იწვევენ გულის ნაწილის (მარცხენა პარკუჭის) გაფარტოვებას, რაც ზრდის გულის შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

სხეულის მასის ინდექსი (BMI)

  • ეს არის სხეულის მასის საერთო მაჩვენებელი. მომატებული BMI ზრდის ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკს როგორიცაა, ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადებები და სხვა.

BMI-ს საზღვრები:

  • 18,5-ზე ნაკლები – წონის დეფიციტი
  • 5 – 24.9 – ნორმა
  • 25 – 29.9 – ჭარბი წონა
  • 30-ზე მეტი – სიმსუქნე

ცხიმის გადანაწილება სხეულში

  • პროცედურა გამოიყენება უჯრედგარე და უჯრედშიდა სითხეების, ცხიმოვანი, კუნთოვანი, ძვლოვანი და წყლოვანი მასის პროცენტული განაწილების მისაღებად.
  • სხეულში ცხიმის პროცენტის სტანდარტული დიაპაზონები:
  • გამხდარი – 0-11%
  • ნორმა – 12-22%
  • ჭარბი წონა – 23-27%
  • სიმსუქნე – 28-45%

რა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ ფაქტორები?

  • არაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება
  • დიაბეტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ჭარბი წონა
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა და სხვა

როდის არის მიზანშეწონილი გულ-სისხლძარღვთა სკრინინგი და რა სიხშირით?

„ამერიკის გულის ასოციაციის”-ის თანახმად რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა სკრინინგის ჩატარება:

  • 20 წლის ასაკიდან, 2-3 წლის ინტერვალით
  • გამონაკლისია შაქრის დონის გაზომვა – 45 წლიდან

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cardiovascular-diseases-(cvds)

https://www.cardio.com/blog/when-should-you-have-a-heart-health-checkup

https://www.heart.org/en/health-topics/consumer-healthcare/what-is-cardiovascular-disease/heart-health-screenings

https://healthengine.com.au/info/carotid-doppler-ultrasound-scan

https://www.uptodate.com/contents/glycemic-control-and-vascular-complications-in-type-2-diabetes-mellitus

https://www.acc.org/latest-in-cardiology/articles/2015/09/09/15/38/intensive-glycemic-control-and-lowering-the-incidence-of-cvd-in-type-2-diabetes

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3568280/

https://www.webmd.com/heart-disease/guide/heart-disease-lower-cholesterol-risk#1

https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0071846

https://acibademinternational.com/treatment/heart-care

რა არის ენდოკრინული სისტემის სკრინინგი?

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე ჰიპოთირეოზის,ჰიპერთირეოზის,შაქრიანი დიაბეტის და სხვა დაავადებების ან ადრეულ სტადიაზე დასადგენად, რათა შევაჩეროთ მისი პროგრესირება. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატოლიურ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები ყოველთვის არ გვაძლევს ზუსტ შედეგებს ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ პოტენციური რისკები და დამატებითი კლიკინური კვლევების საჭიროება.

რას მოიცავს ენდოკრინული დაავადებების სკრინინგი?

სხეულის მასის ინდექსი BMI

  • ეს არის სხეულის მასის საერთო მაჩვენებელი. მომატებული BMI ზრდის ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკს როგორიცაა, ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

BMI-ს საზღვრები:

  • 18,5-ზე ნაკლები – წონის დეფიციტი
  • 5 – 24.9 – ნორმა
  • 25 – 29.9 – ჭარბი წონა
  • 30-ზე მეტი – სიმსუქნე

ცხიმის გადანაწილება სხეულში

  • პროცედურა გამოიყენება უჯრედგარე და უჯრედშიდა სითხეების, ცხიმოვანი, კუნთოვანი, ძვლოვანი და წყლოვანი მასის პროცენტული განაწილების მისაღებად.
  • სხეულში ცხიმის პროცენტის სტანდარტული დიაპაზონები:
  • გამხდარი – 0-11%
  • ნორმა – 12-22%
  • ჭარბი წონა – 23-27%
  • სიმსუქნე – 28-45%

გლუკოზის (შაქრის) დონე სისხლში

  • გლუკოზის დონის რეგულაციით შესაძლებელია ისეთი დაავადების პრევენცია,როგორიცაა დიაბეტი. დიაბეტი არის გულ-სისხძარღვთა დაავადებების

განვითარების რისკ ფაქტორი.

  • გლუკოზის კვლევა უზმოზე, როცა კვებიდან გასულია 8-9 საათი
  • შაქრის მაჩვენებელი ჯანმრთელ პირებში < 100 მგ/დც
  • შაქრის მაჩვენებელი დიაბეტის მქონე პირებში 80-130 მგ/დც
  • გლუკოზის კვლევა ჭამიდან 1-2 საათში
  • შაქრის მაჩვენებელი ჯანმრთელ პირებში < 140 მგ/დც
  • შაქრის მაჩვენებელი დიაბეტის მქონე პირებში < 180 მგ/დც

TSH ტესტი

რა არის  TSH და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • TSH არის ჰორმონი, რომელიც განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და მისი განსაზღვრა სისხლში გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ გვაქვს თუ არა საქმე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებასთან ან დაქვეითებასთან, რაც შეიძლება გამოხატული იყოს ჰიპერ ან ჰიპოთირეოდიზმით.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.თუმცა არის მედიკამენტები,რომელთა მიღება აუცილებლად უნდა შეწყდეს ,სისხლის აღებამდე,ექიმთან შეთანხმებით.

რაზე მიუთითებს მომატებული TSH?

  • მომატებული TSH ჰიპერთირეოიდიზმის ნიშანია (ნორმა4-4.0 MLU/L)

რაზე მიუითითებს დაბალი TSH?

  • დაბალი TSH ჰიპოთირეოიდიზმის ნიშანია  (ნორმა4-4.0  MLU/L)

 FT4 ტესტი

რა არის   FT4 და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ეს არის ჰორმონი,რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოწმნის,მოცემული ტესტი კეთდება იმ შემთხვევაში თუ არის ეჭვი ჰიპო ან ჰიპერთირეოიდიზმზე.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.

რაზე მიუთითებს მომატებული TSH?

  • მომატებული FT4 ჰიპერთირეოიდიზმის ნიშანია (ნორმა4-4.0 MLU/L)

რაზე მიუითითებს დაბალი TSH?

  • დაბალი FT4 ჰიპოთირეოიდიზმის ნიშანია  (ნორმა4-4.0  MLU/L)

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

რა არის   ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია არის უმტკინვეულო პროცედურა. ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ფარისებრი ჯირკვლის ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: ცისტები,კვანძები და სიმსივნე.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

მუცლის ღრუს ექოსკოპია

რა არის ექოსკოპიური კვლევა და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას და ენდოკრინული დაავადებების დროს გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, პანკრეასის და ელენთის პათოლოგიები.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, პაციენტმა დილით საკვები არ მიიღოს, რათა კვლევის დროს ნაღვლის ბუშტი შეკუმშული არ იყოს. კარგი ვიზუალიზაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირი არ იყოს.

რა არის ენდოკრინული დაავადებების რისკ ფაქტორები?

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • არაჯანსაღი კვება
  • ჭარბი წონა
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სხვა

https://www.123sonography.com/abdominal-ultrasound

https://www.webmd.com/women/what-is-tsh-test#1

https://www.thyroid.org/hyperthyroidism/

https://www.endocrinology.org/endocrinologist/125-autumn17/features/the-genetic-basis-of-congenital-hypothryoidism/

https://www.who.int/health-topics/diabetes#tab=tab_2

რა არის სასუნთქი სისტემის სკრინინგი?

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე ასთმის, ემფიზემის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის სიმსივნის და სხვა დაავადებების დასადგენად ან თავიდან აცილების მიზნით. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად, ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ დაავადებათა პოტენციური რისკები და დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროება.

რას მოიცავს სასუნთქი სისტემის სკრინიგი?

სისხლის საერთო ანალიზი (სსა)

  • გამოიყენება სისხლში, ერითროციტების, ლიმფოციტების, თრომბოციტების და ცილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დასადგენად. მაგალითად, ლიმფოციტების მაღალი დონე შეიძლება მიუთითებდეს ანთებით პროცესზე, ან ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია, ყივანახველა, ბრონქიტი, ტუბერკულიოზი და სხვა.

ფილტვების ექოსკოპია

  • გამოიყენება ფილტვებისა და პლევრის ღრუს მთლიანობის, ასევე დიაფრაგმის მოძრაობის შესაფასებლად. შეიძლება გამოყენებულ იქნას პლევრის ღრუში ან გულმკერდის სხვა არეში სითხის არსებობის დასადგენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სითხის რაოდენობა მცირეა. იძლევა ისეთი პათოლოგიების დიფერენციაციას, როგორიცაა პნევმოთორაქსი, ათელექტაზი, სუნთქვის უკმარისობა და სხვა.

სპირომეტრია

  • ფილტვის ფუნქციური კვლევაა, რისი საშუალებითაც ხდება სასუნთქი სისტემის უკმარისობის ტიპების დადგენა, რაც გვეხმარება ისეთი პათოლოგიების გამოვლენაში, როგორიც არის:
  • ბრონქული ასთმა
  • ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
  • ასევე სპირომეტრიული კვლევა აუცილებელია ჩატარდეს ყველა მწეველ პაციენტებში, წინასაოპერაციო პაციენტებში – გართულებების რისკის შეფასებისთვის, ქოშინის, ხველის და ჰაერის უკმარისობის დროს, დინამიკაში მკურნალობის ეფექტურობის დადგენისთვის.

C-რეაქტიული ცილა (CRP)

  • მიეკუთვნება სისხლის პლაზმის ცილებს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმასაზღვრელი ფაქტორი მწვავე ანთებითი პროცესების აღმოსაჩენად.

ფილტვების ციფრული აუსკულტაცია

  • ფილტვების მოსმენა და დიაგნოსტირება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მისი კომპიუტერული ანალიზი სპეციალური SMART-სტეტოსკოპის საშუალებით.

პულსოქსიმეტრია

  • პულსოქსიმეტრია გვიჩვენებს რამდენად გაჯერებულია ქსოვილები ჟანგბადით, ასევე გამოიყენება ჰემოგლობინთან დაკავშირებული ჟანგბადის პროცენტული წილის დასადგენად, რაც ცნობილია სატურაციის სახელით.
  • სატურაცია შეიძლება შემცირდეს სასუნთქი სისტემის ინფექციური პათოლოგიების, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული და რესტრიქციული დაავადებებების, ფილტვის უკმარისობის და სხვა პათოლოგიების დროს.

რა არის სასუნთქი სისტემის დაავადებების რისკ ფაქტორები?

  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება
  • არაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • დაბინძურებული გარემო
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა და სხვა

როდის არის მიზანშეწონილი სასუნთქი სისტემის სკრინინგი და რა სიხშირით?

“ამერიკის ფილტვის ასოციაციის”-ის თანახმად რეკომენდირებულია სასუნთქი სისტემის სკრინინგი, თუ:

  • თქვენ ხართ თამბაქოს ხშირი მომხმარებელი
  • მოიხმართ თამბაქოს ბოლო 15 წლის განმავლობაში
  • თქვენი ასაკია 55 წელი და მეტი

https://www.cdc.gov/cancer/lung/basic_info/screening.htm

https://www.healthline.com/health/pulmonary-function-tests

https://www.lung.org/lung-health-diseases/lung-disease-lookup

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5629444/

https://www.erswhitebook.org/chapters/principles-of-respiratory-investigation/

რა არის ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი?

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე კოლორექტული კიბოს, ღვიძლის კიბოს, სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების კიბოს დასადგენად ან თავიდან აცილების მიზნით. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად, ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ დაავადებათა პოტენციური რისკები და დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროება.

რას მოიცავს ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი?

საკვერცხის კიბოს სკრინინგ პროგრამა

CA-125 ტესტი

რა არის  CA-125 და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს CA-125 ის დონეს. ეს არის ცილა,რომელიც გვხვდება საკვერცხის კიბოს უჯრედებზე და შესაძლოა მიუთითებდეს საკვერცხის კიბოს არსებობას.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.

ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

  • სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები,რომლებიც ხდიან მის აუცილებლობას ესენია: ასაკი(40 წლიდან ზემოთ),ჭარბი წონა, პირველი ორსულობის ასაკი(პირველი ორსულობა 35 წლის შემდეგ),გენეტიკური წინასწარ განწყობა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ სიმსივნის ოჯახური ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში(დედა,და,ბებია) სკრინინგი აუცილებელია ჩაიტაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ,სხვა შემთხვევაში ყოველ წლიურად.

ძუძუს კიბოს სკრინინგ პროგრამა

CA 15-3 ტესტი

რა არის  CA 15-3 და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს CA 15-3 ის დონეს. ეს არის ცილა,რომელიც წარმოიქმნება სარძევე ჯირკვლის უჯრედების მიერ და შესაძლოა მიუთითებდეს ძუძუს კიბოს არსებობას.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები,რომლებიც ხდიან მის აუცილებლობას ესენია: ასაკი (40-55 რეკომენდირებულია სკრინინგი ყოველწლიურად, 55 წლის შემდგომ ყოველ ორ წელიწადში. ძუძუს კიბოს ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში(დედა,და,ბებია),ნაადრევი მენსტრუაცია(მენსტრუაცია 12 წლამდე)დაგვიანებული მენოპაუზა,გადაჭარბებული წონა,პირველი ორსულობის ასაკი(პირველი ორსულობა 30 წლის შემდეგ) და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

კოლორექტული კიბოს სკრინინგ ტესტი

CA 19-9 ტესტი

რა არის CA 19-9 ტესტი და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს CA 19-9 ის დონეს. ეს არის ცილა რომელიც ჯანმრთელი ადამიანის სხეულში ძალიან მცირე რაოდენობითაა, მისი მომატება კი შესაძლოა გამოიწვიოს კოლორექტული კიბოს (მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნე) არსებობამ.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები,რომლებიც ხდიან მის აუცილებლობას ესენია: ასაკი(50 წლის შემდგომ), პოლიპები ნაწლავში,ნაწლავის ანთებითი დაავადება,მემკვიდრული წინასწარ განწყობა პირველი ხარისხის ნათესავებში,შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

ალფაფეტოპროტეინი

 AFP ტესტი

რა არის   AFP და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს AFP ის დონეს.ეს არის გლიკოპროტეინი,რომლის მომატებული დონე ღვიძლის კიბოსა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დადგენაში გვეხმარება.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.

ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

  • სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების,B და C ჰეპატიტის არსებობისას.ასევე,მათთვის ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მიჰყვება(ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება)

ქორიონული გონადოტროპინი

BHCG ტესტი

რა არის  BHCG   და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • BHCG ტესტი ინიშნება, საკვერცეების კიბოს ეჭვის საფუძველზე, ამ დროს მისი რაოდენობა სისხლში მომატეულია.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები,რომლებიც ხდიან მის აუცილებლობას ესენია: ასაკი(40 წლიდან ზემოთ),ჭარბი წონა, პირველი ორსულობის ასაკი(პირველი ორსულობა 35 წლის შემდეგ),გენეტიკური წინასწარ განწყობა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ სიმსივნის ოჯახური ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში(დედა,და,ბებია) სკრინინგი აუცილებელია ჩაიტაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ,სხვა შემთხვევაში ყოველ წლიურად.

 მუცლის ღრუს ექოსკოპია

რა არის ექოსკოპიური კვლევა და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია გვეხმარება გამოვიკვლიოთ ორგანოები,როგორიცაა: ნაღვლის ბუშტი,თირკმელი,ღვიძლი,პანკრეასი და ელენთა,რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ესა თუ ის პათოლოგია, მაგალითად: ღვიძლის,თირკმლის,პანკრეასის სიმსივნე,პანკრეატიტი,აპენდიციტი,ნაღველ კენჭოვანი დაავადებები

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება აუცილებელი არ არის,თუმცა სასურველია თუ პაციენტი გამოკვლევამდე საკვებს არ მიიღებს,კარგი ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია,რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობის აირი არ იყოს.

შარდსასქესო სისტემის ექოსკოპია

  • ექოსკოპიით ვიღებთ ინფორმაციას საშვილოსნოს სხეულის, ცერვიკალური არხის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების სხვადასხვა პათოლოგიის, ასევე მცირე მენჯის ღრუში არსებული სისხლძარღვოვანი წნულის მდგომარეობის შესახებ; შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანოთა განვითარების ანომალიებზე, მათ ორგანულ ცვლილებებზე, ანთებით პროცესებზე, კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე. გარდა ამისა, ხშირად ჰორმონული დისბალანსი საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის მდგომარეობაზეც აისახება.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • აუცილებელია გადავსებული შარდის ბუშტი, რათა შეიქმნას ფიზიოლოგიური აკუსტიკური ფანჯარა მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ვიზუალიზაციისთვის.

სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია

რა არის ექოსკოპიური კვლევა და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში,თუ პაციენტს მცირე ზომის ან მკვირი სარძევე ჯირკვალი აქვს. ულტრაბგერის საშუალებით სხვადასხვა შეგვიძლია დავინახოთ აქვს თუ არა პაციენტს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური წარმონაქმნი.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • ექოსკოპიით შეიძლება დავადგინოთ ჯირკვლის ექოსტრუქტურა, ზომები, ლიმფური კვანძების არსებობა-არარსებობა, კოლოიდური ჩანართები და პერიფერიული ლიმფური კვანძების პათოლოგიები.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cancer

https://www.who.int/activities/screening-for-cervical-cancer

https://www.who.int/activities/promoting-cancer-early-diagnosis

https://www.who.int/cancer/prevention/en/

https://www.cancer.org/cancer/breast-cancer/screening-tests-and-early-detection/american-cancer-society-recommendations-for-the-early-detection-of-breast-cancer.html

https://www.cancer.org/cancer/colon-rectal-cancer/causes-risks-prevention/risk-factors.html

https://www.cancer.org/cancer/colon-rectal-cancer/causes-risks-prevention/what-causes.html

https://www.cancer.org/cancer/cervical-cancer/causes-risks-prevention/risk-factors.html

https://www.cancer.org/cancer/ovarian-cancer/causes-risks-prevention/risk-factors.html

https://www.cancer.org/cancer/breast-cancer/screening-tests-and-early-detection/breast-ultrasound.html

https://www.cancer.org/treatment/understanding-your-diagnosis/tests/ultrasound-for-cancer.html

https://www.cancer.org/cancer/liver-cancer/detection-diagnosis-staging/how-diagnosed.html

რა არის ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი?

  • სკრინინგი ტარდება დაავადების დასადგენად სიმპტომების გამოვლინებამდე კოლორექტული, ღვიძლის, წინამდებარე ჯირკვლის და სხვა დაავადებების დასადგენად ან თავიდან აცილების მიზნით. სკრინინგული ტესტების ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • სკრინინგული კვლევები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად, ის მოკლე დროში გვეხმარება გამოვავლინოთ დაავადებათა პოტენციური რისკები და დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროება.

რას მოიცავს ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი?

კოლორექტული კიბოს სკრინინგ ტესტი

CA19-9 ტესტი

რა არის CA19-9 ტესტი და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს CA19-9 ის დონეს. ეს არის ცილა რომელიც ჯანმრთელი ადამიანის სხეულში ძალიან მცირე რაოდენობითაა, მისი მომატება კი შეიძლება გამოიწვიოს კოლორექტული კიბოს (მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნე) არსებობამ.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები,რომლებიც ხდიან მის აუცილებლობას ესენია: ასაკი(50 წლის შემდგომ), პოლიპები ნაწლავში,ნაწლავის ანთებითი დაავადება,მემკვიდრული წინასწარ განწყობა პირველი ხარისხის ნათესავებში,შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

ალფაფეტოპროტეინი

 AFP ტესტი

რა არის   AFP და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • მოცემული ტესტი სისხლში განსაზღვრავს AFP ის დონეს.ეს არის გლიკოპროტეინი,რომლის მომატებული დონე ღვიძლის კიბოსა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დადგენაში გვეხმარება.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების,B და C ჰეპატიტის არსებობისას.ასევე,მათთვის ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მიჰყვება(ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება)

ბეტა ქორიონული გონადოტროპინი

BHCG ტესტი

რა არის BHCG და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • BHCG ტესტი ინიშნება, სათესლე ჯირკვლის კიბოს ეჭვის საფუძველზე, ამ დროს მისი რაოდენობა სისხლში მომატეულია.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის,სკრინინგ ტესტისთვის სამკმარისია ვენური სისხლის აღება.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომედირებულია ყველასთვის,მაგრამ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი მაღალი რისკების მქონე პაციენტებში,კერძოდ : ოჯახური წინასწარგანწყობა(სათესლე ჯირკვლის კიბოს ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში,მამა,ძმა,ბაბუა), ჭარბი წონა,აივ ინფიცირებული პირი,არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

პროსტატ სპეციფიური ანტიგენი

PSA

რა არის  PSA   და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • PSA ეს არის ცილა, რომელსაც პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) უჯრედები წარმოქმნიან. მოცემული ტესტი გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის ან მკურნალობის და რეციდივის გამოსავლენად.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • საჭიროა ვენური სისხლის აღება და მიზანშეწონილია თუ პაციენტი სკრინინგ ტესტის ჩატარებამდე თავს შეიკავებს ეაკულაციისგან.
  • ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

სკრინინგი რეკომენდირებულია ყველასთვის,მაგრამ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი მაღალი რისკების მქონე პაციენტებში, კერძოდ: ასაკი(50 წლიდან იზრდება პროსტატის კიბოს განვითარების შანსი)ოჯახური წინასწარგანწყობა(პროსტატის კიბოს ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში,მამა,ძმა,ბაბუა),არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

FPSA თავისუფალი პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი

რა არის  PSA FREE ტესტი  და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • Free PSA ტესტის საშუალებით ჩვენ ჩავანაცვლებთ ბიოფსიას. თუ სისხლში PSA ტესტის მიხედვით PSA ის დონე მომატებულია,მოცემული გამოკვლევის საშუალებით დავაზუსტებთ პროსტატის კიბოს არსებობას,ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ PSA ის მომატებული დონე არ ნიშნავს სიმსივნეს,დამატებით გამოკვლევა FREE PSA ის სახით მიზანშეწონილია.

როგორ კეთდება მოცემული ტესტი და რა სახის მომზადებაა საჭირო?

  • საჭიროა ვენური სისხლის აღება და მიზანშეწონილია თუ პაციენტი სკრინინგ ტესტის ჩატარებამდე თავს შეიკავებს ეაკულაციისგან.

ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი?

  • სკრინინგი რეკომენდირებულია ყველასთვის,მაგრამ აუცილებელია რეგულარული სკრინინგი მაღალი რისკების მქონე პაციენტებში, კერძოდ: ასაკი(50 წლიდან იზრდება პროსტატის კიბოს განვითარების შანსი)ოჯახური წინასწარგანწყობა(პროსტატის კიბოს ისტორია პირველი ხარისხის ნათესავებში,მამა,ძმა,ბაბუა),არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

მუცლის ღრუს ექოსკოპია

რა არის ექოსკოპიური კვლევა და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია გვეხმარება გამოვიკვლიოთ ორგანოები,როგორიცაა: ნაღვლის ბუშტი,თირკმელი,ღვიძლი,პანკრეასი და ელენთა,რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ესა თუ ის პათოლოგია, მაგალითად: ღვიძლის,თირკმლის,პანკრეასის სიმსივნე,პანკრეატიტი,აპენდიციტი,ნაღველ კენჭოვანი დაავადებები

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება აუცილებელი არ არის,თუმცა სასურველია თუ პაციენტი გამოკვლევამდე საკვებს არ მიიღებს,კარგი ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია,რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობის აირი არ იყოს.

შარდსასქესო სისტემის ექოსკოპია

რა არის ექოსკოპიური კვლევა და რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • ექოსკოპიით შესაძლებელია საშარდე სისტემის თითქმის ყველა ორგანოს (შარდსაწვეთების გარდა) სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენა. ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ თირკმლის ზომები, მდებარეობა, სტრუქტურა, მენჯფიალოვანი სისტემის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა. ექოსკოპიურად შეიძლება დადგინდეს თირკმლის ცისტა, სიმსივნე, ჰიდრონეფროზი, ორგანოს განვითარების ანომალია (თირკმლის გაორება).

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, სასურველია პაციენტს შარდის ბუშტი სავსე ჰქონდეს. სავსე შარდის ბუშტი ერთგვარი აკუსტიკური ფანჯრის როლს ასრულებს – ის საშუალებას გვაძლევს, ულტრაბგერა მცირე მენჯის ორგანოებისკენ მივმართოთ.

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

რისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია?

  • ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამოსაკვლვევი ქსოვილის აკუსტიკური თავისებურებათა განსხვავება,რისი საშუალებითაც ეკრანზე ვიღებთ საკვლევი ორგანოს გამოსახულებას.
  • ექოსკოპიით შეიძლება დავადგინოთ ჯირკვლის ექოსტრუქტურა, ზომები, ლიმფური კვანძების არსებობა-არარსებობა, კოლოიდური ჩანართები და პერიფერიული ლიმფური კვანძების პათოლოგიები.

რა სახის მომზადებაა საჭირო კვლევის ჩატარებამდე?

  • სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/

https://www.cancer.org/

https://www.cancer.org/cancer/prostate-cancer/detection-diagnosis-staging/tests.html

https://www.cancer.org/latest-news/prostate-cancer-screening-faq.html

https://www.cancer.org/cancer/prostate-cancer/causes-risks-prevention/risk-factors.html

ექსპრეს სკრინინგზე ჩაწერა